ტრამპი პუტინის ჩინეთში ვიზიტზე: არ ვიცი, იყო თუ არა დახვედრის ცერემონია ისეთივე ბრწყინვალე, როგორიც ჩემი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პეკინში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შეაფასა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ამ შეხვედრაზე, ტრამპმა ყურადღება საკუთარ ვიზიტზე გაამახვილა.

„ვფიქრობ, ეს კარგია. მე ორივესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, არ ვიცი, იყო თუ არა დახვედრის ცერემონია ისეთივე ბრწყინვალე, როგორიც ჩემი. მე ვუყურე მას. ვფიქრობ, ჩვენ მათ ვაჯობეთ“, - განაცხადა ტრამპმა.

პუტინის ვიზიტი ჩინეთში ზუსტად მას შემდეგ შედგა, რაც დონალდ ტრამპმა პეკინში საკუთარი ოფიციალური შეხვედრები დაასრულა.