მტკვარში გადავარდნილი მანქანის მგზავრებს, ამ დრომდე ეძებენ - პოლიციამ 23 წლის ბიჭი დააკავა
1747228693
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კატარში გამგზავრებამდე სირიის ლიდერს აჰმედ ალ-შარაას შეხვდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს არის ორი ქვეყნის პირველი შეხვედრა 25 წლის მანძილზე. ტრამპისა და ალ-შარაას შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მასზე ჟურნალისტები არ დაუშვეს.
თეთრ სახლს ჯერჯერობით არ უთქვამს, თუ კიდევ ვინ მონაწილეობდა შეხვედრაში.
ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სირიას ყველა სანქციას მოუხსნის.