წყალი 11 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1773770627
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ნატოში წევრობის მიზანშეწონილობაზე უნდა იფიქროს. მან ამერიკის მოკავშირეები ირანის ომში დახმარებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
ტრამპის თქმით, ნატოს წევრობა „ნამდვილად არის ის საკითხი, რომელზედაც უნდა დავფიქრდეთ“. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ აშშ არ იყო ვალდებული დახმარებოდა უკრაინას რუსეთის შეჭრის დროს.
„ჩვენ მათ ვეხმარებით, ისინი კი ჩვენ არ დაგვეხმარნენ. ვფიქრობ, ეს ნატოსთვის ძალიან ცუდი ფაქტია“, - განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ აშშ-ის მიზანს - არ დაუშვან ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება, თუმცა ისინი ომში ჩართვისგან თავს იკავებენ.
„არავის სურს ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, რადგან ეს ხალხი გიჟია. ისინი აბსოლუტური გიჟები, სასტიკები და მოძალადეები არიან. ამაში ყველა გვეთანხმება, თუმცა დახმარება არ სურთ“, - თქვა ტრამპმა.
მისივე თქმით, აშშ-მა ეს ფაქტი გაითვალისწინა: „ჩვენ, როგორც შეერთებულმა შტატებმა, ეს უნდა დავიმახსოვროთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ შოკის მომგვრელია“.
კითხვაზე, მოჰყვება თუ არა ამას რაიმე შედეგები ნატოსთვის, ტრამპმა უპასუხა: „არა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ პარტნიორობისთვის არ არის კარგი, როდესაც გეუბნებიან: რასაც აკეთებთ, შესანიშნავი საქმეა, მაგრამ ჩვენ არ დაგეხმარებით“.