1731440782
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა და იაპონიამ სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ითვალისწინებს 15-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას იაპონური პროდუქციის იმპორტზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა და იაპონიამ სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ითვალისწინებს 15-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას იაპონური პროდუქციის იმპორტზე.
ტრამპის თქმით, შეთანხმება ასევე მოიცავს იაპონიის მხირდან 550 მილიარდი დოლარის ინვესტიციას შეერთებულ შტატებში.
როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, იაპონია უფრო ადვილად შეუშვებს ამერიკულ ავტომობილებს, სატვირთო მანქანებს, ბრინჯსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს თავის ბაზარზე.
„ეს ძალიან საინტერესო დროა შეერთებული შტატებისთვის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ განვაგრძობთ იაპონიასთან შესანიშნავი ურთიერთობების შენარჩუნებას“, – განაცხადა ტრამპმა.