დღეიდან თბილისის შემოვლით გზაზე საავტომობილო მოძრაობა 5 დღით შეიზღუდება - დეტალები
1755950065
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს დაესწროს, რომელიც მომავალ წელს, კანადასა და მექსიკასთან ერთად, შეერთებულ შტატებშიც გაიმართება.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
ჟურნალისტებს ტრამპმა პუტინის მიერ გამოგზავნილი ფოტოც აჩვენა, რომელზედაც ის და კრემლის ლიდერი ალასკაზე შეხვედრისას არიან გადაღებული და განაცხადა, რომ ფოტო მოსწონს.
„გამომიგზავნეს ფოტო და ვიფიქრე, რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნებოდა ამის ნახვა. ეს ადამიანი სახელად ვლადიმერ პუტინი შეიძლება ჩამოვიდეს, ან არ ჩამოვიდეს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები“, - თქვა ტრამპმა.