იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
აშშ-ის ტენესის შტატის ქალაქ ბაქსნორტში მდებარე საბრძოლო მასალების ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჰამფრისის ოლქის შერიფის კრის დევისის განცხადებით, აფეთქების შედეგად ქარხანა მთლიანად განადგურდა, ოთხი ან ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
მისი განცხადებით, 19 ადამიანი დაკარგულია. მაშველები მათი ადგილსამყოფლის დადგენას ვერ ახერხებენ.
„არაფერია მოსაყოლი, ის [ქარხანა] აღარ არსებობს“, - თქვა შერიფმა.
ბაქსნორტის ქარხანა, რომელიც ნეშვილიდან სამხრეთ-დასავლეთით 90 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ასაფეთქებელი ნივთიერებებს აწარმოებდა, უზრუნველყოფდა მათ ტრანსპორტირებასა და შენახვას. აფეთქების მიზეზი უცნობია.