15 დეკემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1765744090
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ბერლინში გამართულ ამერიკული და უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.
მისივე თქმით, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერისა და აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მონაწილეობით ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მხარეებმა სიღრმისეული დისკუსიები გამართეს 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, ეკონომიკურ პროგრამებსა და სხვა საკითხებზე.
„მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული და ხვალ დილით კვლავ შევხვდებით“, – განაცხადა უიტკოფმა.
ცნობისთვის, მანამდე ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიდანაც ჩანს, რომ ბერლინში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ უკრაინული დელეგაციის წევრები, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.