„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
სტამბოლში შეიარაღებული პირების ჯგუფი ერდოღანის პარტიის ოფისს თავს დაესხა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს.
შემთხვევა პარასკევს მოხდა. პოლიციის ცნობით, არავინ დაშავებულა.
შაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ რამდენიმე პარტიის შენობაზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ თურქეთის პოლიტიკურ ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაიზარდა.
სოილუმ აღნიშნა, რომ 69 ასეთი ინციდენტი უკვე მოხდა არჩევნებამდე. პოლიცია მომხდარს იძიებს.