ამინდი უარესდება! - უახლოესი დღეების პროგნოზი
1780776598
სომხეთის ქალაქ გიუმრიში, სადაც დღეს დილით ბლოკ „სომხეთისა“ და „ძლიერი სომხეთის“ შტაბ-ბინებში ჩხრეკა ჩატარდა, სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ სომხური მედია წერს.
მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ოფისში აიყვანეს.
ბლოკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი ძალისმიერი ქმედების მიზანი პარტიის შტაბის მუშაობის ჩაშლაა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ სამივე პირი მოსყიდვის ბრალდებითაა დაკავებული.