1758051983
სლოვაკეთის 16 ქალაქში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა

სლოვაკეთის 16 ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ბრატისლავაში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა.
როგორც დემონსტრანტები განმარტავენ, ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ეკონომიკური და პოლიტიკური კურსს ეწინააღმდეგებიან.
მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები რობერტ ფიცოს ჩინეთში ვიზიტს მოჰყვა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ამასთან, მედიის ცნობით, მთავრობის მიერ ახლახან დამტკიცებულმა ეკონომიკურმა პაკეტმა კიდევ უფრო გააძლიერა მოსახლეობის პროტესტი.
სლოვაკეთის მთავრობა აცხადებს, რომ ეს ზომები აუცილებელია ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად. ექსპერტების ვარაუდით, წელს დეფიციტი 5%-ზე მეტი იქნება, რაც ევროკავშირის მიერ დადგენილ 3%-იან ლიმიტს აღემატება. ახალი ზომები ითვალისწინებს ჯანდაცვისა და სოციალური დაზღვევის თანხების, ასევე მაღალშემოსავლიანი პირებისთვის საშემოსავლო გადასახადისა და ზოგიერთ პროდუქტზე დღგ-ის გაზრდას. ამასთან, შესაძლოა, ეროვნული დღესასწაულები შემცირდეს.