17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შვილები "მისი უდიდებულესობის" წოდებას არ მიიღებენ.
ჩარლზ III თანახმაა, მისცეს 3 წლის არჩის და 1 წლის ლილიბეთს პრინცის და პრინცესას წოდება, მაგრამ მან უარი თქვა მათთვის "მისი უდიდებულესობის" ტიტულის მიცემაზე. ეს ტიტული არჩის და ლილიბეთის მშობლებსაც ჩამორთმეული აქვთ მას შემდეგ, რაც მათ 2020 წელს სამეფო ოჯახი და დიდი ბრიტანეთი დატოვეს.
ცნობისთვის, დედოფლის გარდაცვალებამ, სამეფო ოჯახის წევრების ტიტულებში ცვლილებები გამოიწვია. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას - ჰარისა და მეგან მარკლის შვილი, არჩი მაუნტბატენ-უინძორი პრინცი გახდა, მისი უმცროსი და, ლილიბეტი კი - პრინცესა.
ჩარლზ III -ის გადაწყვეტილების გამო, მედიის ცნობით, ძალიან გაბრაზებულები არიან პრინცი ჰარი და მეგან მარკლი.