„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
მიიღებს თუ არა წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტს, გაურკვეველია. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წერს.
კანონპროექტზე კენჭისყრა გუშინ დაიწყო. მედია წერს, რომ მთელი დღის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ცდილობდნენ კანონპროექტის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რესპუბლიკელების დარწმუნებას, თუმცა დღეს დილით ხუთმა რესპუბლიკელმა წინააღმდეგ მისცა ხმა, რაც თეორიულად საკმარისია კენჭისყრის ჩავარდნისთვის, თუმცა კენჭისყრა ჯერ კიდევ გახსნილია და კანონმდებლებს შეუძლიათ, პასუხი შეცვალონ.
ხმა ჯერ არ მიუცია კიდევ რვა რესპუბლიკელს.
„რას ელოდებიან რესპუბლიკელები? რის დამტკიცებას ცდილობთ?“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე კენჭისყრის დაწყების შემდეგ.
მაიკ ჯონსონმა Fox News-თან ინტერვიუში კი განაცხადა, რომ კენჭისყრა ღია იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება.
შეგახსენებთ, ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ კონგრესს 4 ივლისამდე მისცა ვადა, რათა მისთვის ხელმოსაწერად კანონპროექტის საბოლოო ვერსია გაეგზავნა. კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროსა და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის 4 ტრილიონი დოლარით გაზრდას. აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი ამჟამად 36 ტრილიონ დოლარს შეადგენს.