VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
ირანში შვედეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ მედია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვედეთის მედიის ინფორმაციით, შვედეთის მოქალაქე 18 მარტს, დილით დასაჯეს.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ დღეს დილით ირანში შვედეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა.
ცნობისთვის, შვედეთის მოქალაქე ირანის ხელისუფლებამ 2025 წლის ივნისში დააკავა და მას „სასამართლო პროცესის“ შედეგად სიკვდილით დასჯა მიესაჯა.
მანამდე, „სქაი ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. მედიის ცნობით, მამაკაცი დამნაშავედ ცნეს ისრაელის სადაზვერვო სამსახურისთვის, „მოსადისთვის“ ირანში „არსებული მგრძნობიარე ადგილების შესახებ ფოტოებისა და ინფორმაციის მიწოდებაში“.