„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
1779048241
ტრამპი აშშ-ის მეორე მოქმედი პრეზიდენტია, რომელმაც პეკინის ცნობილი ისტორიული ძეგლი, "ცის ტაძარი" მოინახულა. პირველი, 1975 წელს, ჯერალდ ფორდი იყო.
"შესანიშნავი ადგილია, წარმოუდგენელი"- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მე-15 საუკუნეში მინგის დინასტიის დროს აშენებული ტაძარი ცასა და დედამიწას შორის კავშირის სიმბოლო იყო. მინგის და ცინის დინასტიების იმპერატორები ტაძარს სტუმრობდნენ, რათა მსხვერპლი შეეწირათ ზეცისთვის და უხვი მოსავლისთვის ელოცათ.
თანამედროვე ისტორიაში, ამ ადგილს ასევე ჰყავდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტორები.
ჩინური მედიის ცნობით, ჰენრი კისინჯერი, აშშ-ის დიპლომატი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში 1970-იან წლებში, ამ ადგილს 15-ჯერ ეწვია.