1777391077
შეძრწუნებული ვარ ვაშინგტონში მომხდარი მოვლენებით, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა უმკაცრესად უნდა დაიგმოს - სტარმერი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას ეხმაურება.
"შეძრწუნებული ვარ ვაშინგტონში, გუშინ ღამით, თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე მომხდარი მოვლენებით. დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა უმკაცრესად უნდა დაიგმოს", - განაცხადა კირ სტარმერმა.
მისივე თქმით, შვებით ამოისუნთქა, როდესაც გაიგო, რომ როგორც ტრამპი, ასევე პირველი ლედი მელანია ტრამპი და ღონისძიების სხვა მონაწილეები უსაფრთხოდ არიან.
თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც ტრამპი ესწრებოდა, ცეცხლი გახსნეს. ეჭვმიტანილი დაკავებულია.











