ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
1778499889
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს.
„გილოცავთ. თქვენთან ერთად საფრანგეთმა გაიმარჯვა! ევროპა იმარჯვებს! ჩვენ ვიმარჯვებთ, ქართველები, უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას ან გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს!“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 57.60% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენმა - 42.40%.
ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
1778499889