სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
1756457364
საფრანგეთის ქალაქ ევრეში ავტომობილი ხალხში, სავარაუდოდ, განზრახ შევარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, შემთხვევა ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში ჩხუბის შემდეგ მოხდა. აღნიშნულ საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული, ხოლო გამოძიება მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.