ხვალიდან საქართველოში ახალი კანონი ამოქმედდება! - ვის შეეხება ცვლილებები
1761940452
 
                                                                უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ფარიდ საფაროვის განცხადებით, საფრანგეთმა უკრაინას 100 გენერატორი გადასცა.
„უკრაინელ ენერგეტიკოსებს ამ ომში რუსეთთან მეორე ფრონტი უჭირავთ - ენერგეტიკული ფრონტი. გამოწვევები, რომლებსაც ისინი აწყდებიან, უპრეცედენტოა. ასეთ პირობებში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან ღირებულია.
ჩვენ მადლობას ვუხდით საფრანგეთს მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით ამ გენერატორებისთვის, რომლებიც ამ მძიმე ზამთრის გადალახვაში დაგვეხმარება“, - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.