საფრანგეთის ეროვნული პოლიცია საპროტესტო აქციების მონაწილეებს: გამოეყავით ძალადობრივ ჯგუფებს

საფრანგეთის ეროვნული პოლიცია

საფრანგეთის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე სტრასბურგის პოლიცია დემონსტრანტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ მსვლელობაში ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ.

„სიფრთხილე! ნიღბიანმა პირებმა მსვლელობის თავში შეაღწიეს“, - ნათქვამია პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.

პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს, გამოეყონ იმ ადამიანებს, რომელთა მიზანიც პროტესტი არ არის.

„გამოეყავით იმ პირებს, რომლებიც სხვა მიზნით არიან მოსული“, - აღნიშნულია განცხადებაში.