თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქალაქ კავალასთან ახლოს, სატვირთო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თვითმფრინავი Antonov-12, რომელიც უკრაინაში დაფუძნებული კომპანიის საკუთრება იყო, სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იყო ბორტზე და გადარჩა თუ არა ვინმე.
საბერძნეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, თვითმფრინავს 12 ტონა, პოტენციურად სახიფათო ტვირთი გადაჰქონდა.