რუსეთში არსებული ვითარების ფონზე, ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩაფრინდა

ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩაფრინდა

რუსეთში არსებული ვითარების ფონზე, განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩაფრინდა მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტი. 4-დღიანი ვიზიტის განმავლობაში, სი ძინპინი დაესწრება მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს.

კრემლის ინფორმაციით, პუტინს და სი ძინპინს შორის დაგეგმილია როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრები.

დღის წესრიგში შედის საერთაშორისო საკითხების განხილვა, მათ შორის BRICS-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის და "დიდი ოცეულის" საკითხები. მხარეები ასევე განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს.