ჯარიმა 200 ლარი და მინუს 30 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს
1778880483
რუსულმა მხარემ უკრაინას 500-ზე მეტი დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა, ინფორმაციას უკრაინის ტყვეთა მიმართ მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
„რეპარაციული ღონისძიებების შედეგად, უკრაინაში 528 გარდაცვლილის ცხედარი დააბრუნეს, რომლებიც, რუსული მხარის მტკიცებით, შესაძლოა, უკრაინელ ჯარისკაცებს ეკუთვნოდნენ“, - აღნიშნულია საკოორდინაციო შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცხედრები იდენტიფიკაციის მიზნით ექსპერტიზაზე გადაასვენეს.