ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა იცის, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგები დადგება.
„მათ[რუსებმა] იციან, რომ სერიოზული შედეგები დადგება. არ დავაკონკრეტებ, როგორი რეაგირება გვექნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის მასობრივი განადგურების იარაღი შეიძლება გამოიყენონ. ჩვენ ვაგზავნით ამ მესიჯებს და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა პოტენციური შედეგები იმდენად დიდია, რომ ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. რიტორიკა, მუქარები, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი აწარმოებს, საშიშია და უგუნურია“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
22 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.
წვიმა, სეტყვა, ქარი... - ამინდი გაუარესდება
1745701969
დღეს ახალმთვარეობაა - რა (არ) უნდა გააკეთოთ
1745764606