1749585187
რუსეთმა გვიან ღამით კიევი დაბომბა - არიან დაშავებულები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ტიმურ ტკაჩენკო ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით ბომბავდა. დაიბომბა საქალაქო ინფრასტრუქტურა, რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დაიწვა მანქანები და სასაწყობე მეურნეობა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული შეტევის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი თქმით, რუსული დაბომბვის შედეგად კიევის ექვსი რაიონი დაზარალდა.