სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
„აზოვსტალის“ ქარხანაში უკრაინელი დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ქიმიური იარაღის გამოყენების გეგმებზე რუსეთს უარი არ უთქვამს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
„საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, „აზოვსტალში“ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს,“- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.