ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში.
ამასთან, სასამართლომ გრაინერს ერთი მილიონი რუბლის (16 300 დოლარი) ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.
31 წლის ბრიტნი გრაინერმა დანაშაული აღიარა, თუმცა უარყოფს, რომ კანონი მიზანმიმართულად დაარღვია და მომხდარს შეცდომა უწოდა. სიტყვის წარმოთქმისას სპორტსმენი ატირდა.
„მე გულწრფელი შეცდომა დავუშვი და ვიმედოვნებ, რომ თქვენი განაჩენით მე არ დავასრულებ ჩემს სიცოცხლეს აქ. ჩემმა მშობლებმა ორი მნიშვნელოვანი რამ მასწავლეს: ავიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ვიშრომო ბევრი ყველაფრისთვის, რაც გამაჩნია. სწორედ ამიტომ, მე ვაღიარე ბრალი“, – განაცხადა ბრალდებულმა.
ამერიკელი სპორტსმენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს, როდესაც მის ბარგში კანაფის ზეთი აღმოაჩინეს. რუსეთში კანაფი აკრძალულია, როგორც სამედიცინო, ისე რეკრეაციული მიზნებით.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, უცნობია, რამდენ ხანს მოუწევს გრაინერს ციხეში ყოფნა, რადგან აშშ და რუსეთი პატიმრების შესაძლო გაცვლის საკითხს განიხილავენ. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გარიგების ფარგლებში შესაძლოა, აშშ-ში დაპატიმრებული იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი და ბრიტნი გრაინერი გაცვალონ.
წყარო: 1tv.ge
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775503379
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264