წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას აჩერებს, თუმცა ვიზების გაცემის სრულად შეწყვეტაზე უარს ამბობს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განაცხადებას „როიტერი“ ავრცელებს.
სიიარტოს თქმით, თავად მან არ დაუჭირა მხარი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად აკრძალვას, ასევე მოიქცა კიდევ რამდენიმე ქვეყანა.
მან ასევე დაამატა, რომ უნგრეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლიც მიხედვითაც, პირველი სექტემბრიდან რუსეთისგან ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობას მიიღებს.