თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 15 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. დაშავებულთაგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მსხვერპლთა შორის 11 ბავშვია.
თავდასხმა იჟევსკის სკოლაში დღეს დილით მოხდა. სკოლის ყოფილი მოსწავლემ, 1988 წელს დაბადებულმა მამაკაცმა სკოლაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
განათლების მინისტრის, სერგეი კრავცოვის განცხადებით, თავდამსხმელი ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე იმყოფებოდა.