მოძრაობა 6 დღით იზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1771351446
რუსეთი ბალტიის ზღვაში ბლოკადის შემთხვევაში სამხედრო-საზღვაო ფლოტს გამოიყენებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომელიც ასევე რუსეთის ფედერაციის საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარეც არის.
„პირველ ნაბიჯად ჩვენ გამოვიყენებთ საერთაშორისოდ აღიარებულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს. თუ მშვიდობიანი გზით ამ სიტუაციის მოგვარება ვერ მოხერხდება, ბლოკადას გაარღვევს სამხედრო-საზღვაო ფლოტი“, – განაცხადა პატრუშევმა.
მისივე განცხადებით, ნატო „ფაქტობრივად ქმნის მრავალეროვან დაჯგუფებას, რომელიც ორიენტირებულია შეტევით მოქმედებებზე“, ხოლო ფინეთი საკუთარ სამხედრო-საზღვაო ძალებს ამარაგებს დარტყმითი შეიარაღების მქონე კორვეტებით, რომლებიც „მიწვდებიან“ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებს.
პატრუშევის ვარაუდით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გეგმავს კალინინგრადის ოლქის ბლოკირებას და ასევე რუსეთისთვის ზღვებზე გასვლის შეზღუდვას, „სულ მცირე, ატლანტიკის აუზში“.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპული დროშების ქვეშ ზღვებში მრავალი გემი ცურავს. შეიძლება, ჩვენთვისაც საინტერესო გახდეს, რა და სად მიაქვთ მათ“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
ცნობისთვის, დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების მეშვეობით ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ადანაშაულებენ.