17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
რუსეთი არ არის ზესახელმწიფო, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას. მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ წინ ძლივს წაიწია, ამის ფასი კი 1,2 მილიონი ადამიანის დაღუპვა გახდა.
„რუსეთი გატეხილია, ეკონომიკა განადგურებული, ევროპული ენერგეტიკული ბაზარი მათთვის დახურულია, საკუთარი მოქალაქეები კი ქვეყანას ტოვებენ. მთავარი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უფრო მეტს იღებს, ვიდრე ბრძოლის ველზე“, - აცხადებს აკალსი.
მისივე თქმით, ევროპისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა, არამედ საკუთარი მოთხოვნების ზუსტად ცოდნა.
„რუსეთის მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე მინიმალისტური რეაგირება არ შეიძლება. თუ უკრაინის არმია ზომაში შეიზღუდება, რუსეთის არმიაც ასევე უნდა შეიზღუდოს. რუსეთმა უკრაინას ნგრევისთვის საფასური უნდა გადაუხადოს. სამხედრო დამნაშავეებისთვის არანაირი ამნისტია არ უნდა არსებობდეს. დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. ეს არის მინიმუმი, რასაც რუსეთი უნდა დაეთანხმოს, თუკი მშვიდობა მისი მიზანია“, - განაცხადა კალასმა.