„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
რუსეთი აჩერებს მონაწილეობას რუსეთ-აშშ-ის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვიდრე დისკუსიას დაუბრუნდებიან, უნდა ესმოდეთ, რა მიზანი აქვთ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს.
„იძულებული ვარ, დღეს განვაცხადო, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულებაში. ვიმეორებ: შეთანხმებიდან არ გადის, აჩერებს მონაწილეობას, მაგრამ ვიდრე დისკუსიას დავუბრუნდებით, ჩვენ თვითონ უნდა გვესმოდეს, რა მიზანი აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, და როგორ გავითვალისწინებთ მათ სტრატეგიულ არსენალს, ანუ დარტყმის მთლიან პოტენციალს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.