„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ნიდერლანდების ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნახატი ამჟამად რესტავრაციას გადის, მას შემდეგ, რაც ბავშვამა როტერდამის მუზეუმში ის შემთხვევით დააზიანა.
საუბარია მარკ როთკოს 1960 წლის ნამუშევარზე, სახელად "ნაცრისფერი, ნარინჯისფერი მუქ წითელზე, №8", რომელსაც ხილული ნაკაწრები აღენიშნება საღებავის ქვედა, ლაქის გარეშე დარჩენილ ფენაზე. პატარა ბავშვი მას ხელით შეეხო Boijmans Van Beuningen-ის მუზეუმში ვიზიტისას.
ინციდენტი მოხდა დეპოში, საცავში, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ათასობით ნამუშევარი იხილონ ღია გარემოში, სადაც კოლექციის დიდი ნაწილი ტრადიციული დამცავი ბარიერების გარეშეა გამოფენილი.
ბავშვმა, რომელიც მუზეუმის წარმომადგენელთა ინფორმაციით ხუთი წლისაც არაა, ტილოსთან ხელი ზედმეტად ახლოს მიიტანა და ის შემთხვევით დააზიანა. ნახატი მაშინვე ჩამოხსნეს საგამოფენო სივრციდან და მუზეუმის აღმდგენით ლაბორატორიაში გადაიტანეს.
მუზეუმმა როთკოს ეს ნამუშევარი 1970 წელს შეიძინა. ეს ნახატი ნიდერლანდებში არსებული როთკოს ორი ნამუშევრიდან ერთ-ერთია.