1745669285
რომელი გარდაცვლილი ცნობილი პოლიტიკოსის შვილმა თქვა მამის გვარზე უარი და გახდა "გარსია"

არც ის იყო ესპანელი და არც მამამისი - ორივე ბედკრული რუსეთის შვილები იყვნენ, თუმცა... ჟირინოვსკი უმცროსი გარსია გახდა... აწ გარდაცვლილი პოლიტიკოსის შვილმა გვარი გადაიკეთა და საცხოვრებლად ესპანეთში გადასვლას მემკვიდრეობის მიღების შემდეგ გეგმავს. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა აქვეყნებს.
მათივე ცნობით, ჟირინოვსკის შვილმა ვინაობა გადაიკეთა. ახლა, მისი სახელი დავით ალექსანდრეს ძე გარსიაა.
"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი უკრაინოფობის შთამომავალი ემზადება, რომ მამის „ებრაული მემკვიდრეობა“ გაფლანგოს, რომელიც რუსეთიდან ესპანეთში გადააქვს ანუ „დამპალ“ დასავლეთში." - წერს გამოცემა.