შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აშშ-სა და ისრაელს მოუწოდა, დაასრულონ ომი ირანთან და განაცხადა, რომ ევროკავშირი კონსულტაციებს მართავს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მთავრობებთან კონფლიქტის დასრულების გზების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-თან ინტერვიუში კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების აღდგენის ძალისხმევის საკითხში ევროპის მონაწილეობის კარი არ დახურულა, თუმცა დასძინა, რომ ეს, სავარაუდოდ, დიპლომატიური გადაწყვეტის ნაწილი იქნება.
კალასმა აღნიშნა, რომ ევროპისთვის გაუგებარი იყო ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი ქმედება ან მისი მიზნები ირანთან მიმართებით, თუმცა დასძინა, რომ ევროპა უკვე შეეჩვია მის არაპროგნოზირებადობას და ახლა უფრო „მშვიდად“ რეაგირებს.
კითხვაზე, დადგა თუ არა ომის დასრულების დრო, კალასმა უპასუხა: „რა თქმა უნდა. ვფიქრობ... ყველას ინტერესებში შედის, რომ ეს ომი შეწყდეს. ომების პრობლემა ის არის, რომ მათი დაწყება უფრო ადვილია, ვიდრე დასრულება, და ისინი ყოველთვის კონტროლიდან გამოდის“.
„ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის ყურის ქვეყნებთან, იორდანიასა და ეგვიპტესთან, იმის შესახებ, შეგვიძლია თუ არა წარვადგინოთ წინადადებები ირანისთვის, ისრაელისა და აშშ-ისთვის, რათა მათ შეძლონ ამ ვითარებიდან გამოსვლა ისე, რომ ყველამ შენარჩუნოს სახე“, - დასძინა მან.