რატომ თქვა უარი მირანდა კერიმ Victoria’s Secret-ის შოუზე დაბრუნებაზე - მოდელის განმარტება

მირანდა კერი

მირანდა კერიმ Victoria’s Secret-ის 2026 წლის ჩვენებაზე დაბრუნებაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ბრენდისგან მიწვევა მიიღო.

მოდელმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სურდა, პირველი შოუდან 20 წლის იუბილე განსაკუთრებულ მოგონებად შეენარჩუნებინა. მან წლევანდელი ჩვენების მონაწილეებს წარმატება და სიყვარული უსურვა.

კერის დებიუტი Victoria’s Secret-ის პოდიუმზე 2006 წელს შედგა, ხოლო 2007 წელს ბრენდის ოფიციალური „ანგელოზი“ გახდა. 2011 წელს მან 2,5 მილიონ დოლარად შეფასებული Fantasy Bra მოირგო.

მიუხედავად უარისა, მოდელი პოდიუმს დაუბრუნდა - 30 სექტემბერს მან სტელა მაკარტნის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Miranda Kerr (@mirandakerr)

✕