VIDEO: კენჭისყრა დაიწყო - პირდაპირი ეთერი სამებიდან
1778497810
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა უკრაინაში ანჯელინა ჯოლის ვიზიტს აფასებს.
ზახაროვას მტკიცებით, ანჯელინას ვიზიტი დასავლელი პიარების დაგეგმილია, რათა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავის ვიზიტით, ყურადღება მთავარი თემიდან გადაეტანათ.
„აზოვსტალის ტერიტორიაზე უკრაინელ ჯარისკაცებს დატყვევებული ჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა და დასავლეთისთვის ეს არ გახდა საკმარისი მიზეზი ადამიანური თანაგრძნობისთვის. ახლა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი ბომბების ქვეშ დარბოდა, რა უნიჭო პიარული სვლაა. ჯოლი სირიელ ლტოლვილებსაც შეხვდა და აფრიკაში მოშიმშილე ბავშვებსაც, ვინმეს რამე უშველა მისმა ვიზიტმა?“- ამბობს მარია ზახაროვა.
ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
1778499889