ქაოსი ამერიკის ყველაზე დატვირთულ აეროპორტში - აღჭურვილობის გაუმართაობის გამო, რეისი გადაიდო ან გაუქმდა

ნკ

აშშ-ში, ატლანტას ჰარტსფილდ-ჯექსონის აეროპორტს, აღჭურვილობის გაუმართაობის გამო, ფრენების შეჩერება უბრძანეს, - ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.

ფედერალურმა ავიაციის ადმინისტრაციამ ფრენების შეჩერების ბრძანება ადგილობრივი დროით დილის 10:40 საათზე გასცა.

უწყების ინფორმაციით, "ვინაიდან ტრაფიკის მართვის პროგრამა ზოგიერთ ჩამოსულ რეისს აფერხებს, ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს გამგზავრების გრაფიკზე".

FlightAware-ის ცნობით, ატლანტას აეროპორტში, 13:00 საათის მონაცემებით, სულ მცირე, 410 რეისი გადაიდო და 5 გაუქმდა.

მედიის ცნობით, ტექნიკური პრობლემა ასაფრენი ბილიკის აღჭურვილობას შეექმნა. მათივე ინფორმაციით, ტექნიკოსები პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობდნენ.