ქალმა რამდენიმე მღვდელი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი აცდუნა, მათგან შვილები გააჩინა და აშანტაჟებდა - საქმეს პოლიცია იძიებს (უცხოეთი)

ქალი

ტაილანდში ქალმა აღიარა, რომ შანტაჟის მიზნით, მან რამდენიმე ცნობილი ბერი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი აცდუნა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, სკანდალი ივნისში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილმა ბუდისტმა ბერმა მოულოდნელად უარი თქვა თავის წოდებაზე, გაწყვიტა ოჯახთან კავშირი და ლაოსში გაემგზავრა.

მაღალი რანგის სასულიერო პირის ქმედებებმა ჭორები გამოიწვია, რომ მას შესაძლოა საყვარელი ჰყოლოდა, რადგან ბოლო დროს რამდენიმე მსგავსი შემთხვევა მოხდა. უფრო მეტიც, ტაილანდის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ბერი არჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

პოლიციამ მალევე გაარკვია, რომ ბერმა ტაძარი იმიტომ მიატოვა, რომ მას ქალი მეტსახელად "გოლფი" აშანტაჟებდა. სასულიერო პირს მასთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.

ტაილანდელმა ქალმა ბერს უთხრა, რომ მისგან ორსულად იყო და მისგან 260 000 დოლარს ითხოვდა. ბერმა უარი თქვა გადახდაზე და სკანდალის თავიდან ასაცილებლად ტაძარი მიატოვა. 

გამოძიების დროს გაირკვა, რომ „გოლფს“ სხვა ბერებთანაც ჰქონდა რომანი და შემდეგ მათ აშანტაჟებდა.

ქალმა შვილები რამდენიმე მღვდლისგან გააჩინა. მოგვიანებით აღიარა, რომ ამ ბერების უმეტესობა ძალიან მდიდარი იყო. მან მათგან გაჩენილი შვილები ნათესავების სახელზე დაარეგისტრირა.

გოლფმა ოფიციალურად აღიარა, რომ არჩს აშანტაჟებდა, რადგან აზარტული თამაშებისთვის ფული სჭირდებოდა.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ტაილანდელი ქალის მსხვერპლი მხოლოდ ბერები არ იყვნენ. მან იმ მამაკაცების სია წარადგინა, რომლებთანაც სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. სიაში შედიან პოლიტიკოსები და მდიდარი ადამიანები, რომელთა სახელებიც არ გახმაურებულა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.