„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა დარია დუგინა სიკვდილის შემდეგ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გამბედაობის, თავგანწირვისა და მამაცობისთვის ორდენით დააჯილდოვა.
როგორც მედია იუწყება, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილება, 22 აგვისტოს მიიღო.
პუტინმა დუგინას მკვლელობას "სამარცხვინო და სასტიკი დანაშაული" უწოდა.
მისი თქმით, დუგინა პატიოსნად ემსახურებოდა ხალხს, სამშობლოს და დაამტკიცა, თუ რას ნიშნავს იყო რუსეთის პატრიოტი.
დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა თავდასხმაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები დაადანაშაულა.
თბილისში ბავშვს მანქანა დაეჯახა
1759867486