„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
რუსეთის პრეზიდენდის, ვლადიმერ პუტინის უმცროსი ქალიშვილი ეკატერინა ტიხონოვა რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის იმპორტის ჩანაცვლების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა rbc ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საბჭო იმპორტის ჩანაცვლების მხარდასაჭერად ციფრული სერვისების შესაქმნელად და საკანონმდებლო ინიციატივების ფორმირებისთვის შეიქმნა.
ეკატერინა ტიხონოვა, ასევე, არის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ხელოვნური ინტელექტის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.