1745863963
პორტუგალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა

პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა. ამის შესახებ მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პორტუგალიაში ყველა აეროპორტი და რკინიგზა ფუნქციონირებს.
ცნობისთვის, ესპანეთსა და პორტუგალიაში 28 აპრილს ელექტროენერგია გაითიშა, რასაც ორივე ქვეყანაში პრობლემები მოჰყვა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უცნობია, რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი.