თურქეთში ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა - ბოლო ცნობები
1761598149
პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურმა (SKW) და შიდა უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) უცხო ქვეყნის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სპეცსამსახურების საკითხებში მინისტრ-კოორდინატორის პრესმდივანმა, იაცეკ დობჟინსკიმ განაცხადა.
„32 და 34 წლის ქალი და მამაკაცი ასრულებდნენ სადაზვერვო დავალებებს, მათ შორის პოლონეთის სამხედრო პოტენციალის გამოვლენას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფარული მეთვალყურეობისთვის მოწყობილობების დამონტაჟებას“, - განაცხადა დობჟინსკიმ.
მისი ინფორმაციით, დაკავებულების მიერ შეგროვებული ინფორმაცია შეეხებოდა პოლონელ სამხედრო მოსამსახურეებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს პოლონეთის ტერიტორიაზე, მათ შორის სატრანსპორტო კვანძებს, რომლებიც უკრაინის ლოგისტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაშია ჩართული.