1773951610
POLITICO: მელონიმ ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ მას ესმის ორბანის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით
ევროკავშირის სამიტის დახურულ სესიაზე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია დაიკავა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა უკრაინის საკითხზე მისი პოზიციის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მელონიმ კოლეგებს განუცხადა, რომ მას ესმის მიზეზები, რის გამოც უნგრეთის ლიდერმა ბლოკი განარისხა - კერძოდ, პირობის გატეხვისა და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე უარის თქმის გამო მას შემდეგ, რაც დეკემბერში მას მხარი დაუჭირა.
მიუხედავად იმისა, რომ მელონიმ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადად კვლავ მხარს უჭერს უკრაინისთვის სესხის დაუყოვნებლივ გადაცემას, მან განაცხადა, რომ ესმის ორბანის პოზიცია, რომელსაც მომავალ თვეში არჩევნები ელის.
ერთ-ერთმა დიპლომატიურმა წყარომ ციტირება მოახდინა მელონის სიტყვების, რომ ორბანის პოზიცია იყო „ნორმალური“, რადგან „ვითარება იცვლება“ და რომ „მეც მის ადგილას რომ ვიყო, ამას გავუგებდი“.











