მაშველებმა, 2 ივნისს მომხდარი ავარიის დროს, მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
1781593147
უიშვიათესი გიგანტური ბრილიანტი, სამშაბათს, ჟენევის აუქციონზე 28,5 მილიონ დოლარად გაიყიდა - ქვა 18,18 კარატს იწონის და 25-დან 35 მილიონ დოლარამდე იყო შეფასებული.
ბრილიანტი შვეიცარიაში დაბრუნებამდე ჟენევაში გამოიფინა, შემდეგ ნიუ-იორკში, შანხაიში, ტაივანსა და სინგაპურში.
Christie's-ის საიუველირო განყოფილების ხელმძღვანელი მაქს ფოსეტი ამბობს, რომ ვარდისფერი ქვა ბრაზილიაში 15 წელზე მეტი ხნის წინ მოიპოვეს. მან არ გაასაჯაროვა მფლობელის ვინაობაზე, მაგრამ ბრილიანტს "ბუნების ნამდვილი სასწაულს" უწოდა.
"ჩვენ ქვის მიმართ დიდი ინტერესი გვქონდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს მართლაც რომ წარმოუდგენელი ბრილიანტია", - თქვა ფოსეტმა ინტერვიუში.

