საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ტყეში ხანძრის გამო მარსელის აეროპორტი დროებით დაიხურა
1751987087
პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მითითებით, თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის ახალ თავდაცვით იარაღს აგზავნის.
„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, თავდაცვის სამინისტრო ახალ თავდაცვით იარაღს აგზავნის უკრაინისთვის, რათა უკრაინელებმა შეძლონ თავდაცვა, ვიდრე ჩვენ ვმუშაობთ ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფასა და მკვლელობის შეჩერებაზე“, – აღნიშნულია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც პენტაგონში განმარტავენ, ამერიკა განაგრძობს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკას სამხედრო დახმარების მიწოდებისას. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას უკრაინის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით იარაღს გაუგზავნის.
„ვაპირებთ იარაღის გაგზავნას. მათ უნდა შეძლონ საკუთარი თავის დაცვა. ისინი ახლა ძალიან მძიმე დარტყმებს იღებენ. მოგვიწევს მეტი იარაღის გაგზავნა, ძირითადად თავდაცვითი იარაღის. ამდენი ადამიანი კვდება ამ ქაოსში“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული თავისი ბოლო სატელეფონო საუბარი გაიხსენა.
„გულწრფელად რომ ვთქვა, იმედგაცრუებული ვარ, რომ პუტინი არ შეჩერებულა. პუტინით საერთოდ არ ვარ კმაყოფილი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.