მაისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1777149658
აშშ-ის სამხედრო უწყებამ თებერვლის ბოლოს დაწყებული ირანის ომისთვის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი დახარჯა - განუცხადა პენტაგონის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა კანონმდებლებს ოთხშაბათს.
ჯულს ჯეი ჰერსტმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს განუმარტა, რომ ამ ხარჯების უდიდესი ნაწილი საბრძოლო მასალებზე მოდის, ნაწილი კი ტექნიკურ მომსახურებასა და აღჭურვილობის ჩანაცვლებაზე დაიხარჯა.
ომის ზუსტი ღირებულება კანონმდებლებისთვის აქამდე ბუნდოვანი რჩებოდა და ეს საკითხი სულ უფრო პოლიტიზებული ხდება, მაშინ როდესაც კონგრესი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2027 ფისკალური წლისთვის მოთხოვნილ 1.5 ტრილიონი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტს განიხილავს.
„მოხარული ვარ, რომ ამ კითხვას უპასუხეთ, რადგან ამას ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ და აქამდე ციფრი არავის უთქვამს“, - მიმართა ჰერსტს ადამ სმიტმა, კომიტეტის წამყვანმა „დემოკრატმა“.
ამ დრომდე ომში აშშ-ის ცამეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამჟამად კონფლიქტის ზონაში მყიფე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს.