„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
საფრანგეთის დედაქალაქში დააკავეს 23 წლის კაცი, რომელიც, პარიზის ცენტრში, ამერიკელი ტურისტის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პარიზის პროკურატურა ეჭვმიტანილის სახელსა და ეროვნებას არ ასაჯაროებს.
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, მედიასაშუალება წერს, რომ 27 წლის ამერიკელი ტურისტი ქალი პარიზის ცენტრში, ერთ-ერთ საზოგადოებრივ საპირფარეშოში გააუპატიურეს.
„თავდასხმის ადგილი აქტიური ტურისტული ლოკაციაა, სადაც საფრანგეთის დედაქალაქის ბევრი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი“, - წერს CNN-ი.