ჯარიმა 200 ლარი და მინუს 30 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს
1778880483
პაკისტანში, მუსონური წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად, 900-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთაგან 326 ბავშვია, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ათასობით ადამიანი თავშესაფრისა და საკვების გარეშეა დარჩენილი, რის მიზეზიც სტიქიით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისია.
გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, ძლიერმა მუსონურმა წვიმებმა და წყალდიდობამ, ივნისის შუა რიცხვებიდან, 2,3 მილიონი ადამიანი დააზარალა. სააგენტოს ცნობით, სულ მცირე 95 350 სახლია განადგურებული.