ოსლოში სტივ უიტკოფისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

სტივ უიტკოფი და ვოლოდიმირ ზელენსკი

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მსჯელობენ.

დისკუსიებში ასევე მონაწილეობენ როგორც მასპინძელი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, ასევე ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი. სწორედ მათ სთხოვა უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ მხარესთან შეხვედრის ორგანიზება.

ამასთან, ​ზელენსკი გეგმავს, ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლებთან საუბარს, რათა ერთობლივად შეიმუშაონ გეგმა, რომელიც საფუძვლად დაედება რუსეთთან მოლაპარაკებებს.

ამერიკული მედიის ცნობით, ოსლოდან სტივ უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება.

✕