თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1775143850
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პოლონელ კოლეგას, დონალდ ტუსკს მოუწოდებს, ომის გაჩაღების ნაცვლად შეიყვაროს და გადაარჩინოს საკუთარი ქვეყანა. ამის შესახებ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ევროპა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისისკენ მიექანება. მსოფლიო სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. ევროპა დიდ საფრთხეშია. გამოსავლის ერთადერთი გზა რუსულ ენერგომატარებლებზე დაწესებული
სანქციების გაუქმებაა. დაუყოვნებლივ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ საკუთარ ქვეყანასა და ჩვენს ხალხზე. ომის გაჩაღების ნაცვლად, გიყვარდეს და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ!“, - აცხადებს ორბანი.
მანამდე ტუსკი X-ში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან დაწერა, ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქება და მრავალი სხვა ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს.